პოლიციას ჩაბარდა პირი, რომელსაც ლოს ანჯელესში მძევლები ჰყავდა აყვანილი
ლოს ანჯელესში პოლიციამ დააკავა უცნობი პირი, რომელსაც ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ის 18 წლის ფერადკანიანი მამაკაცია, რომელიც პოლიციას ჩაბარდა. მანამდე, ბოროტმოქმედმა მაღაზიაში ერთი ქალი მოკლა.
ინციდენტი ლოს ანჯელესში მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ერთ-ერთ სახლში უცნობმა პირმა ბებიას და მეგობარ გოგონას ესროლა. მან მანქანით მიმალვა სცადა. უცნობს პოლიცია დაედევნა. ბოროტმოქმედმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდა და მძევლები აიყვანა. სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სპეცრაზზმა მისი დაკავება შეძლო.