ლოს ანჯელესის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც. ვრცელდება ცნობა, რომ მაღაზიიდან რამდენიმე ადამიანი გამოიქცა. ერთ-ერთი დაჭრილია.
მანამდე, უცნობ მამაკაცს, რომელიც მანქანით მოძრაობდა პოლიცია დაედევნა. მან სამართალდამცავების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა და შემდეგ მაღაზიაში შევარდა.
ამერიკული მედიის ცნობით, უცნობი მამაკაცის დევნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ბებიას და მეგობარ გოგონას ესროლა.
ამჟამად მაღაზიასთან, რომელშიც ბოროტმოქმედი შევარდა, სპეცრაზმია მობილიზებული. აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სიტუაციას თვალყურს ადევნებს.