ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საჰაერო ბუშტი - „ბეიბი ტრამპი“ გაუშვეს
ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტრამპის გამოსახულებით ბავშვის ექსვსმეტრიანი საჰაერო ბუშტი გაუშვეს. აქციის მონაწილეებმა გასაბერ ბუშტს – „ბეიბი ტრამპი“ უწოდეს.
ეს ბუშტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად შარშან, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისას გაუშვეს.
გასაბერ ბუშტზე ტრამპის გაბრაზებული სახეა დახატული, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს და ჩვილის საფენი აცვია.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს, ლონდონსა და სხვა დიდი ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
ლონდონში დაგეგმილ დემონსტრაციის მონაწილეებს სიტყვით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინიც მიმართავს.