ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საჰაერო ბუშტი – „ბეიბი ტრამპი“ გაუშვეს

16:38, 04.06.2019

ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტრამპის გამოსახულებით ბავშვის ექსვსმეტრიანი საჰაერო ბუშტი გაუშვეს. აქციის მონაწილეებმა გასაბერ ბუშტს – „ბეიბი ტრამპი“ უწოდეს.

ეს ბუშტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად შარშან, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისას გაუშვეს.

გასაბერ ბუშტზე ტრამპის გაბრაზებული სახეა დახატული, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს და ჩვილის საფენი აცვია.

შეგახსნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს, ლონდონსა და სხვა დიდი ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ლონდონში დაგეგმილ დემონსტრაციის მონაწილეებს სიტყვით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინიც მიმართავს.

მსგავსი