ლონდონში საათნახევრიანი პანიკისა და მეტროსადგურიდან მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, სადგური Oxford Circus გაიხსნა
ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩა ოქსფორდზე საათნახევრიანი პანიკისა და მიმდებარე მეტროსადგურიდან მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, მეტროპოლიტენის სადგური Oxford Circus გაიხსნა, თუმცა პოლიცია კვლავ მობილიზებულია.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადგილზე მშვიდი ვითარებაა.
ბრიტანული მედია ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ევაკუაცია ტერორისტული თავდასხმის საშიშროების პრევენციას მოჰყვა.
Associated Press-ის ინფორმაციით, სროლის ხმაც გაისმა, თუმცა არავინ დაშავებულა. ევაკუაციის დროს მეტროსადგურსა და ქუჩაში სპეცრაზმიც გამოჩნდა.
ოქსფორდ სტრიტზე საყოველთაო ფასდაკლება Black Friday-ზე დღეს ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ევაკუაციის დროს მათ თავი მაღაზიებსა და კაფეებს შეაფარეს.