ლონდონში სპეცრაზმია მობილიზებული

ლონდონში, მეტროსადგურ Oxford Circus-ის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სროლიოს ხმა გაისმა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Associated Press ავრცელებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგური და ავტობუსების გაჩერება ევაკუირებულია.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმხილველები წერდნენ, რომ ევაკუაციის დროს მოქალაქეების ნაწილმა თავი კაფეებსა და მაღაზიებს შეაფარა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მეტროპოლიტენის სადგურში რამდენიმე სპეცრაზმელიც გამოჩნდა.