ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ლონდონში, დევნის ოპერაციისა და ორმხრივი სროლის შემდეგ სამი პირი დააკავეს. ინციდენტი ლონდონში, ფორესტ გეითის რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ავტომობილში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.
დევნის ოპერაციის შედეგად პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.