ლონდონში პოლიციელებმა ორმხრივი სროლის შემდეგ სამი პირი დააკავეს

13:58, 27.07.2018

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ლონდონში, დევნის ოპერაციისა და ორმხრივი სროლის შემდეგ სამი პირი დააკავეს. ინციდენტი ლონდონში, ფორესტ გეითის რაიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ავტომობილში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.

დევნის ოპერაციის შედეგად პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

მსგავსი