ლონდონში, ნატო-ს შეხვედრების ფარგლებში, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
ლონდონში, ნატო-ს შეხვედრების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თურქეთის პირველი პირი ერთმანეთს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, თურქეთის მხრიდან რუსული „ეს 400“ სისტემის შესყიდვა იყო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ ეტაპზე თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ახლა სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. როგორც იცით, თურქეთს წინა ადმინისტრაციის დროს სურდა ჩვენი სისტემების შესყიდვა, თუმცა ობამას ადმინისტრაციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და მხოლოდ მაშინ დაეთანხმნენ, როდესაც თურქეთმა სხვა სისტემების შეძენა გადაწყვიტა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.