ლონდონის მეტროსადგურ „საუთგეიტს“, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გერეთ საუთგეიტის საპატივცემულოდ, სახელი გადაერქვა.
სადგურის ახალი სახელი ძალაში ორი დღე იქნება. სახელწოდების ზემოთ განთავსებულია მადლობის ფრაზა მწვრთნელის მისამართით: “მადლობა, გერეთ საუთგეიტ, დაუჯერებელი მოგზაურობისთვის”.
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავა.