ლონდონში მეტროსადგურს გერეთ საუტგეიტის სახელი დაერქვა

17:29, 16.07.2018

ლონდონის მეტროსადგურ „საუთგეიტს“, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გერეთ საუთგეიტის საპატივცემულოდ, სახელი გადაერქვა.

სადგურის ახალი სახელი ძალაში ორი დღე იქნება. სახელწოდების ზემოთ განთავსებულია მადლობის ფრაზა მწვრთნელის მისამართით: “მადლობა, გერეთ საუთგეიტ, დაუჯერებელი მოგზაურობისთვის”.

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსგავსი