ლონდონში კორონავირუსის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, დაღუპული ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბია, რომელიც ლონდონის სამხრეთ ნაწილში, ბრიქსტონში, ცხოვრობდა.
როგორც გარდაცვლილის მშობლები აცხადებენ, მოზარდს სხვა დაავადებები არ აღენიშნებოდა.
როგორც „ბიბისის“ წერს, 13 წლის ბიჭი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში კორონავირუსის შედეგად, 12 წლის მოზარდი დაიღუპა.