ლონდონში ანტირასისტული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ლონდონში ანტირასისტული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ლონდონში ანტირასისტული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, დაუნინგ სთრითზე დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციას ბოთლები დაუშინა. პოლიციამ დემონსტრანტებს უკან დახევა აიძულა.

ლონდონში ანტირასისტულ აქციას ათასობით ადამიანი დაესწრო. ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება ექვს ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა.

მსოფლიო მაშტაბით რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.