ლონდონსა და პარიზში პალესტინელთა მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ
ლონდონსა და პარიზში პალესტინელთა მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ

ლონდონსა და პარიზში  პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლონდონში გამართულ მასშტაბურ აქციაზე მომიტინგეებმა ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურის, ოქსფორდ სირკუსის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა აქციის სამი მონაწილე.

როგორც მედია წერს, „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციამ აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი დააკავეს პლაკატის გამოტანისთვის, რომელსაც შეეძლო სიძულვილის გაღვივება, ტერორიზმის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

ათასობით მომიტინგე პარიზის ცენტრში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა ლოზუნგებით – „შეაჩერე ძალადობის ციკლი“ და „არაფრის კეთება, არაფრის თქმა – თანამონაწილეობაა“.