ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციები დაახლოებით ერთი პროცენტით გაძვირდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციები დღეს დაახლოებით ერთი პროცენტით გაძვირდა.
ერთი ფასიანი ქაღალდის ფასი ამ დროისთვის 13.3 გირვანქა სტერლინგია. წინა სამუშაო დღეს, 15 თებერვალს, ვაჭრობის დასრულებისას აქციის ფასი 13.16 გირვანქა სტერლინგი იყო.
ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასის კლება 14 თებერვალს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ერთ დღეში ფასის ვარდნამ ექვს პროცენტს გადააჭარბა.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ. ბანკის აქციონერთა კრებას კი მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.