ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ Euronews-ი აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

განცხადებაში განმარტებულია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აეროპორტი პოლიციასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროში იუწყებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან, აეროპორტის ტერიტორიაზე შესაბამისი აღჭურვილობა განათავსონ. აღნიშნული აღჭურვილობა რამდენიმე კვირის წინ „გეთვიკის“ აეროპორტშიც გამოიყენეს, სადაც ამოუცნობი უპილოტო მფრინავი აპარატის გამო, აეროპორტი ერთი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ამოუცნობი უპილოტო მფრინავი აპარატის გამოჩენის გამო, ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.