დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო, ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა დროებით ნაწილობრივ შეაჩერა

22:20, 08.01.2019

დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო, ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა დროებით ნაწილობრივ შეაჩერა. BBC-ის ცნობით, აეროპორტის ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციასთან თანამშრომლობს და ვითარების შესწავლის პროცესშია.

მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო, აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ბოდიშს უხდის და პრობლების მალე აღმოფხვრას ჰპირდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ამავე მიზეზით „გეთვიკის“ აეროპორტი ერთი დღის განმავლობაში ნაწილობრივ პარალიზებული იყო.

მსგავსი