ლონდონის გეთვიკის აეროპორტი კვლავ პარალიზებულია. სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ დრონების მართვაზე პასუხისმგებელ პირებს. ყველა ჯერზე, როდესაც აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენების განახლების გადაწყვეტილებას იღებს, ტერიტორიაზე დრონები ჩნდება.
ავიამიმოსვლის შეფერხების გამო, ათობით ათასი პირი გამგზავრებას ვერ ახერხებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები და სამართალდამცველთა სპეციალური დანაყოფი.
ორი დრონი ასაფრენ ზოლზე პირველად ოთხშაბათს შენიშნეს. უსაფრთხოების მიზნით გეთვიკის აეროპორტმა ფუნქციონირება დაუყოვნებლივ შეწყვიტა.