დრონების გამოჩენის გამო, გეთვიკის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
დრონების გამოჩენის გამო, გეთვიკის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

დრონების გამოჩენის გამო, ლონდონში გეთვიკის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.

როგორც BBC იუწყება, ასაფრენ ბილიკზე ორი დრონი შენიშნეს, რის გამოც რეისების შესრულება დროებით გადაიდო.

შეზღუდვა შეეხო იმ თვითმფრინავებს, რომლებიც აეროპორტში დაშვებას გეგმევდნენ. შესაბამისად, რამდენიმე ლაინერი პარიზსა და ამსტერდამშიც კი დაჯდა.

აეროპორტის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ ფრენები კვლავ შეფერხდეს. ამიტომ მგზავრებს ურჩევენ, რეისის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმონ.

გეთვიკის აეროპორტში დრონები გუშინ საღამოს გამოჩნდნენ. მოგვიანებით, რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები კიდევ ერთხელ შენიშნეს.