ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მხუთავი აირის გაჟონვას ესპანელი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მხუთავი აირის გაჟონვას ესპანელი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული და ესპანური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კენსინგტონის ნაწილში მდებარე სასტუმროდან 29 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
გარდაცვლილი ტურისტი 34 წლის მარკოს მენდესია. 37 წლის ესტებან გარსია კი კომატოზურ მდგომარეობაში რჩება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ინციდენტის მიზეზად, პირველადი მონაცემებით, მხუთავი აირის გაჟონვა დაასახელეს, თუმცა გამოძიება ისევ გრძელდება.
საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე სასტუმრო დახურულია და მას პოლიციის კორდონი იცავს.