ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციები დღეს 11.81 პროცენტით გაიაფდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციები დღეს 11.81 პროცენტით გაიაფდა.
თუ გუშინ საღამოს ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 14.9 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, დღეს ვაჭრობის დახურვისას ფასი 13.14 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა.
„თიბისი ბანკის“ აქციათა ფასი 20 თებერვლის შემდეგ მინიმალურ ნიშნულზეა. თებერვალში ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევა მოითხოვა, რასაც აქციათა გაიაფება მოჰყვა.