ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება
იტალიის ლომბარდიის რეგიონში და 14 პროვინციაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონში შესვლა და რეგიონიდან გასვლა გადაუდებელი საჭიროების გარდა შეუძლებელი იქნება.
რეგიონის მთავარი ქალაქი მილანია.
შეზღუდვები ასევე შეეხება ვენეციას, პარმას და მოდენას.
საკარანტინო პირობების თანახმად, შეჩერდა საქორწილო, რელიგიური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კინოთეატრები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები და სამთო კურორტები კი დაიკეტა.
რესტორნები და კაფეები დილის ექვსი საათიდან, საღამოს ექვს საათამდე იმუშავებენ, თუმცა სტუმრები ერთმანეთისგან სულ მცირე ერთ მეტრში უნდა დასხდნენ.
იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ.