თბილისის „ლოკომოტივის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილია.
29 ნოემბერს „ლოკომოტივისა“ და ყოფილი მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის გზები მოულოდნელად გაიყო. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.
წლებია, 36 წლის ლაშა ჭაღიაშვილი „ლოკომოტივის“ საკლუბო სისტემაში მუშაობს. 2013 ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, როდესაც კლუბების გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი და თბილისური კლუბის მოთამაშეები „ტორპედოში“ გადავიდნენ. შემდეგ ეს თანამშრომლობა დასრულდა და ისევ „ლოკომოტივს“ დაუბრუნდა.
ორი წლის წინ, ჭაღიაშვილი დროებით „ლოკომოტივს“ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, დასრულებულ სეზონში კი, დევდარიანის ასისტენტი გახლდათ.