„ლოკომოტივი“ ახალ მოედანს ხსნის
„ლოკომოტივი“ ახალ მოედანს ხსნის

საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემია ხვალ, 22 ოქტომბერს, ახალ მოედანს გახსნის.

ამავე დღეს, აკადემიას მიენიჭება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედანი მდებარეობს კლუბის პარტნიორ თავისუფალი სკოლის (Free School) მიმდებარე ტერიტორიაზე და მასზე „ლოკომოტივის“ აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები ივარჯიშებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სხვა საპატიო სტუმრები.