ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში დავით ფირცხალავას უკვე მეორე ფილმი მოხვდა
დავით ფირცხალავას ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უკვე მეორედ მოხვდა. ინფორმაციას კინო ცენტრი ავცრელებს.
შვეიცარიაში ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი რამდენიმე დღეში საზეიმოდ გაიხსნება, სადაც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, დავით ფირცხალავას ფილმის მსოფლიო პრემიერა მეორედ გაიმართება.
დავით ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალზე პირველად 2015 წელს წარსდგა მისი სადებიუტო ნამუშევრით „მამა”. ფილმი სექციაში Pardi di domani იყო ნაჩვენები და ფესტივალის ჯილდო “ოქროს ლეოპარდი” მოიპოვა.
3 წლის შემდეგ, დავით ფირცხალავა ლოკარნოში ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით „საშლელი” ბრუნდება, რომელიც ადრინდელის მსგავსად, კვლავ საკონკურსო სექციაში Pardi di domani იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ Locarno Filmmakers Academy-მ სხვადასხვა ქვეყნიდან 19 ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი მიიწვია კინოფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრაზე და ღონისძიებაზე დასასწრებად.
რჩეულ რეჟისორებს შორის მოხვდა მარიამ ხაჭვანი. მარიამი ლოკარნოში თავის ახალ პროექტს „ნენე” წარმოადგენს. 3 აგვისტოს კი ACADEMY SCREENINGS მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დონოლას” ჩვენებას უმასპინძლებს.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ იქ დაიწყო.
წელს ფესტივალი 1-11 აგვისტოს გაიმართება.