ლოკარნოს კინოფესტივალზე რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილისა და მისი უცხოელი კოლეგების ფილმის პრემიერა გაიმართება
ლოკარნოს კინოფესტივალზე რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილისა და მისი უცხოელი კოლეგების ფილმის პრემიერა გაიმართება

ლოკარნოს საერთაშორისი კინოფესტივალზე 16 აგვისტოს ფილმის „მთები, მარტოობა, სურვილი” პრემიერა გაიმართება.

საქართველის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფილმი 15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა. ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არჩევანი“ ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმი გიორგი ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. ფერების დიზაინზე კი, ნიკო ტარიელაშვილმა იმუშავა.

ცენტრის განმარტებით, რეჟისორები ლოკარნოს კინოფესტივალის პატრონაჟითა და ტიჩინოს კინო კომისიის მხარდაჭერით შეირჩნენ. საბოლოო გადაწყვეტილება უნგრელმა რეჟისორმა, ბელა ტარმა მიიღო, რომელიც პროექტის მენტორი იყო.

გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.