ლოიდ ოსტინსა და სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ლოიდ ოსტინსა და სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების ეს მეორე საუბარია უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ. პირველი მოლაპარაკებები მათ შორის მაისში გაიმართა.

პენტაგონის ცნობით, შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ შოიგუმ და ოსტინმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში შექმნილი ვითარება.