ლოიდ ოსტინი - ვლადიმერ პუტინის შეჭრა არა მხოლოდ თავდასხმაა უკრაინაზე, არამედ ეს არის თავდასხმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეჭრა არა მხოლოდ თავდასხმაა უკრაინაზე, არამედ ეს არის თავდასხმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, – ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა პენტაგონში, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„პუტინის არჩეულმა ომმა საშინელი მსხვერპლი მოიტანა მშვიდობიან მოქალაქეთა შორის და მილიონობით უდანაშაულო უკრაინელი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ამასთან, ლოიდ ოსტინმა მადლობა გადაუხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტს, ბოლო თვეებში აშშ-სთან გერმანიის თანამშრომლობისთვის, ამერიკული ძალების გერმანიაში განთავსებისა და ქვეყნის გავლით მათი გატარებისთვის, რასაც პენტაგონი ევროპაში კონტინგენტის გაზრდის მიზნით ახორციელებს.