შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს პენტაგონში უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს პენტაგონში უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გააცნობს, ასევე ისაუბრებენ კურსკში განვითარებულ მოვლენებზე.
„მინისტრი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე“, – განაცხადეს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში.