ლოიდ ოსტინი - პუტინის არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში უკვე გამოიწვია უდანაშაულო ხალხის დაღუპვა და დაშავება, 1.5 მილიონზე მეტი კი აიძულა, საკუთარი ქვეყნიდან გაქცეულიყო
ლოიდ ოსტინი - პუტინის არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში უკვე გამოიწვია უდანაშაულო ხალხის დაღუპვა და დაშავება, 1.5 მილიონზე მეტი კი აიძულა, საკუთარი ქვეყნიდან გაქცეულიყო

პუტინის არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში უკვე გამოიწვია უდანაშაულო ხალხის დაღუპვა და დაშავება, 1.5 მილიონზე მეტი კი აიძულა, საკუთარი ქვეყნიდან გაქცეულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ფინელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრის წინ განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ფინეთს უკრაინის დახმარებისთვის ამ კრიზისის დროს. ოსტინის თქმით, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე იმსჯელებენ. მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, კერძოდ კოსმოსსა და უკანონო საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანთი კაიკონენის თქმით, უკრაინაში ომს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირისთვის, ნატო-სა და ფინეთისთვის სერიოზული შედეგები გააჩნია. როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ეს არ არის ევროპული კრიზისი, ეს გლობალური კრიზისია.