ლოიდ ოსტინი - აშშ უსაფრთხოდ შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზია არის უსაფრთხოდ
ლოიდ ოსტინი - აშშ უსაფრთხოდ შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზია არის უსაფრთხოდ

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ უსაფრთხოდ შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზია არის უსაფრთხოდ. აღნიშნული განცხადება მან სინგაპურში, „შანგრი-ლას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების ყოველწლიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩინელ კოლეგას, დონ ჯუნს შეხვდა.

როგორც თავის გამოსვლაში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონი აშშ-თვის პრიორიტეტულად რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ რეგიონში ალიანსების მნიშვნელობას.

„ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ქმედებები, რომელთაც ერთობლივად ვახორციელებთ აქ, გააგრძელებს 21-ე საუკუნის ფორმირებას მთელი მსოფლიოსთვის. ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა რჩება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ საორგანიზაციო პრინციპად. ასე რომ, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, აშშ უსაფრთხოდ შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზია არის უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა წარმომადგენლობას ამ რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.