ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინის საზღვართან ვითარებას ყურადღებით აკვირდება
აშშ უკრაინის საზღვართან ვითარებას ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებით არ შეუძლია თქვან, რა მიზანი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუმცა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების კონცენტრაციას ყურადღებით აკვირდებიან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთს მოუწოდებს, იყოს უფრო გამჭვირვალე მათ განზრახვებთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საზღვართან განლაგებული 100 ათასამდე რუსი სამხედროს შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღეში პენტაგონის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით.