ლოიდ ოსტინი - აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ნატო-სთან უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ნატო-სთან უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად.
ოსტინი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება.
„საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება, ფრონტის ხაზზე რეალური ცვლილებებისთვის და ეს გადამწყვეტია უკრაინის დახმარებისთვის, თავის დაცვისას“, – განაცხადა ოსტინმა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონში მის განლაგებასა და კიდევ უფრო ინტენსიური გახდება სწავლება ბალტიელ მოკავშირეებთან ერთად.