საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება
საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია გეგმავს.

ტავ-ჯორჯიას“ ცნობით, დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია Indigo ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

Indigo-ს წარმომადგენელმა დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ტავ ჯორჯიასთან“ მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს. საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში „ტავ ჰოლდინგის“ ორგანიზებით გაიმართა.

ავიაკომანია Indigo 2006 წელს დაფუძნდა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. დღეისათვის ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი, საერთაშორისოა.