საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე Facebook რეკლამისთვის 53 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე Facebook რეკლამისთვის 53 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
მონაცემები პირველმა არხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციებში მოიძია.
სარეკლამო ხარჯით სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომლის შტაბმა Facebook-სთვის სულ 35 396 ლარი დახარჯა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ (კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე) Facebook რეკლამისთვის 16 638 ლარი დაიხარჯა, „ევროპული საქართველოსგან“ (კანდიდატი – დავით ბაქრაძე) – 878 ლარი.