სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო წნევის დამწევი 42 დასახელების მედიკამენტის რეალიზაციის შეწყვეტას ითხოვს
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული კომპანიებისგან 42 დასახელების მედიკამენტის რეალიზაციის შეწყვეტას და ბაზრიდან მათ გამოთხოვას ითხოვს.
შესაბამისი მიმართვა სააგენტოსგან ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე დაეგზავნა.
როგორც პირველ არხს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ნაილი შენგელიძემ განუცხადა, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესული შეტყობინება გახდა, რომლის თანახმად კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტში არსებული მინარევი Valsartan-ი ონკოლოგიური რისკის მატარებელია.
საუბარია წნევის დამწევი მოქმედების მედიკამენტებზე.