„ლედ ზეპელინის“ ყოფილმა სოლისტმა „ბლექ სი არენას“ სცენაზე ორსაათიანი კონცერტი გამართა. რობერტ პლანტმა ძველ ჰიტებთან ერთად ახალი კომპოზიციები შეასრულა.
ინგლისელმა როკვარსკვლავმა ბენდთან ერთად რიგით მე-12 „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ გახსნა და ბისზე მაყურებლის წინაშე ერთხელ დაბრუნდა.
“შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ხვალიდან ბათუმის კორტებზე გადაინაცვლებს და 22 ივლისამდე გაგრძელდება.