რობერტ პლანტის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ – [ფოტო/ვიდეო]

23:13, 19.07.2018

„ლედ ზეპელინის“ ყოფილმა სოლისტმა „ბლექ სი არენას“ სცენაზე ორსაათიანი კონცერტი გამართა. რობერტ პლანტმა ძველ ჰიტებთან ერთად ახალი კომპოზიციები შეასრულა.

ინგლისელმა როკვარსკვლავმა ბენდთან ერთად რიგით მე-12 „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ გახსნა და ბისზე მაყურებლის წინაშე ერთხელ დაბრუნდა.

“შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ხვალიდან ბათუმის კორტებზე გადაინაცვლებს და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი