„ქართული ოცნების“ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სამუშაო შეხვედრები გრძელდება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან.
პარტიაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა მმართველი გუნდი მეტად იყოს მზად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.
„სამუშაო შეხვედრები გრძელდება. პარტია შტაბის რეჟიმში მუშაობს. განიხილება სხვადასხვა საკითხი, რომ რესურსების მეტი მობილიზება და ძალების კონსოლიდირება მოხდეს, რათა უფრო მზად ვიყოთ მეორე ტურისთვის“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.