ლინას ლინკევიჩუსი - საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებისთვის, ეს არის კიდევ ერთი ტესტი
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებისთვის, ეს არის კიდევ ერთი ტესტი

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს არის კიდევ ერთი ტესტი, რომელსაც ყველა დააკვირდება.

„ჩვენ არასდროს ვერევით ასეთ საკითხებში. ვამბობთ, რომ უნდა გააკეთოთ ყველაფერი გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კიდევ ერთი ტესტი, ვინაიდან ყველა დააკვირდება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლინას ლინკევიჩუსი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“  მონაწილეობს, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.