გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებს
გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებს.

პრეზიდენტი განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი დაასახელა. რიჟვაძემ და ახვლედიანმა თავის მხრივ, აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატები უკვე დაასახელეს, ვინაიდან პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც უნდა წარუდგინოს.

პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უკვე გამართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური ზურაბ პატარაძის გადადგომის შემდეგ გახდა.