გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ მცდელობები უსუსურია, რეალური ვითარება არ შეიცვლება, ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს
გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ მცდელობები უსუსურია, რეალური ვითარება არ შეიცვლება, ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ აგონიაშია და პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული.

გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაციიდან შტაბის მენეჯერის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მიმართულება „ევროპული საქართველოს“ დეციმაციაა.

„უსუსური მცდელობები აქვთ, მაგრამ ეს არაფერს მოიტანს. გიორგი გახარიამ რაც არ უნდა იმოძრაოს და ამ ადამიანებს ფული შესთავაზონ, რეალური ვითარება არ შეიცვლება. ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს, რომლის განწყობა ძალიან მკაფიოა და „ქართული ოცნების” საბოლოო მარცხი მეორე ტურში დაფიქსირდება. ივანიშვილის გუნდი საარჩევნო რეფორმაზე უნდა ფიქრობდეს, პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა, გოჩა ჩაკვეტაძემ პარტიის შტაბი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად „ევროპული საქართველოს“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერა დაასახელა.