ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ უკრაინასთან უვიზო რეჟიმს ევროკავშირზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია
უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებულ უვიზო რეჟიმს ევროკავშირზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნდობას იმსახურებს – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა უკრაინა- ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გააკეთა.
იუნკერის თქმით, უვიზო მიმოსვლით ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ისარგებლა.
„უვიზო რეჟიმი პრობლემის გარეშე მუშაობს. ხალხი მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნდობას იმსახურებს“,- განაცხადა იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხს და ერებს აერთიანებს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, უვიზო მიმოსვლით 555 ათასმა უკრაინელმა ისარგებლა.