ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ უკრაინასთან უვიზო რეჟიმს ევროკავშირზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია

18:39, 09.07.2018

უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებულ უვიზო რეჟიმს ევროკავშირზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნდობას იმსახურებს – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა უკრაინა- ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გააკეთა.

იუნკერის თქმით, უვიზო მიმოსვლით ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ისარგებლა.

„უვიზო რეჟიმი პრობლემის გარეშე მუშაობს. ხალხი მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნდობას იმსახურებს“,- განაცხადა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხს და ერებს აერთიანებს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, უვიზო მიმოსვლით 555 ათასმა უკრაინელმა ისარგებლა.

მსგავსი