სოფელ ხელთუბნის მოსახლეობის აქციაზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო
სოფელ ხელთუბნის მოსახლეობის აქციაზე რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი აქციის მონაწილეების მიერ კვლავ გადაკეტილია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც გზის გახსნას ცდილობს.
აქციას გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ნათესავები მართავენ. თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.