ბართლომე პირველი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ „შავ პროპაგანდას“ იყენებს
უკრაინის საკითხზე რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ შავ პროპაგანდას იყენებს, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომე პირველმა ბერძნულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს და რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს.
შეხვედრაზე ბართლომე პირველმა ასევე განაცხადა, რომ კარგად იცის რუსეთის მხრიდან „კარგად ანაზღაურებული სტატიებისა“ და „შავი პროპაგანდის“ შესახებ. „ღმერთმა ორი ყური მოგვცა, რომ ხმა ყველა მხრიდან გავიგოთ“ ,- აღნიშნა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა.