მსოფლიო პატრიარქი - უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს, რუსეთმა ეს უნდა აღიაროს
მსოფლიო პატრიარქი - უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს, რუსეთმა ეს უნდა აღიაროს

უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს, რუსეთმა კი ეს უნდა აღიაროს, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე პირველმა განაცხადა.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, დედა ეკლესიას უკრაინაში მომხდარი განხეთქილების აღმოფხვრა და უკრაინელი ძმების ევქარისტულ კავშირში აღდგენა სურდა.

ბართლომე პირველმა ასევე თქვა, რომ უკრაინის პრობლემა რუსეთის ძმურ ეკლესიასთან უთანხმოების მიზეზი გახდა.

„მათთვის რთულად გასაგებია, თუ როგორ გაათავისუფლა მსოფლიო პატრიარქმა ამდენი ერი ბალკანეთზე. თავად დასუსტდა, მაგრამ აღიარა მათი უფლება შიდა თვითმმართველობაზე, დამოუკიდებელ ეკლესიაზე და ავტოკეფალიაზე. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ 50 მილიონიან ერს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს“, – აღნიშნა პატრიარქმა ბართლომემ.

დატოვე კომენტარი