მსოფლიო პატრიარქი უკრაინას სტუმრობს
მსოფლიო პატრიარქი უკრაინას სტუმრობს

მსოფლიო პატრიარქი უკრაინას სტუმრობს. ეს პატრიარქ ბართლომეს პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2019 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ბართლომე პირველი კიევში 20 აგვისტოს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. 22 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქმა კიევში, სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ჩაატარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ ეპიფანესთან ერთად. ღვთისმსახურება დაესწრო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლის მმართველობის დროსაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი ​მიიღო.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. მათ შორის სამხედრო აღლუმი. 23 აგვისტოს კი კიევში გაიმართება „ყირიმის პლატფორმის“ პირველი სამიტი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები და მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.