ლიზ ტრასი - მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს
მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა ანკარაში თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული.
„ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს“, – აღნიშნა ტრასმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.
საპასუხოდ მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქული მხარე არ დაუშვებს რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეტანას თავის ტერიტორიაზე.