ლიზ ტრასი - დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ოდესმე იცნობდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ამის შესახებ ლიზ ტრასმა, რომელმაც დედოფლის წინაშე პრემიერ-მინისტრის ფიცი სამი დღის წინ დადო, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლიზ ტრასის თქმით, ის 8 სექტემბერს საღამოს ესაუბრა მეფე ჩარლზს და სამძიმარი გამოუცხადა.
„მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ოდესმე იცნობდა. ის იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ის ტახტზე ავიდა სულ რაღაც 25 წლის ქვეყანაში, რომელიც ომის ჩრდილიდან გამოდიოდა. მან მემკვიდრეობით დატოვა თანამედროვე, დინამიური ერი, რომელიც გაიზარდა და აყვავდა მისი მმართველობის ქვეშ. ის, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს დიდებული ქვეყანაა, მისი დამსახურებაა. თანამეგობრობა დღეს ერთი ოჯახი სწორედ მისი დამსახურებით არის. ის იყო ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის კავშირის ერთგული. ის 15 ქვეყანას ემსახურებოდა როგორც სახელმწიფო მეთაური და უყვარდა ყველა მათგანი“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.